კობახიძე: “პარ­ლა­მენ­ტში ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა რუ­სუ­ლად ნამ­ღე­რი „თბი­ლი­სო“. ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ პო­ლი­ტი­კუ­რი შე­მად­გენ­ლის პრო­რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და

“პარ­ლა­მენ­ტში ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა რუ­სუ­ლად ნამ­ღე­რი „თბი­ლი­სო“. ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ პო­ლი­ტი­კუ­რი შე­მად­გენ­ლის პრო­რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და.

ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა გი­ორ­გი ვა­შა­ძე – აღ­მა­შე­ნებ­ლის მიერ პლე­ნა­რულ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სწრა­ფი კო­ვი­დტეს­ტი. ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა პროს­ტი­ტუ­ცი­ი­სა და ნარ­კო­მა­ნი­ის პრო­პა­გან­და ზუ­რაბ გირ­ჩი -ჯა­ფა­რი­ძის შეს­რუ­ლე­ბით. ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა ნი­კა­ნორ მე­ლი­ას „ვაჟ­კა­ცუ­რი“ პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი. ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში მოს­ხმუ­ლი ტოქ­სი­კუ­რი სი­თხე. ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა ნატო ჩხე­ი­ძე და ნიკა მა­ჭუ­ტა­ძე – უბ­რა­ლოდ დაგ­ვაკ­ლდა. ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლის კომ­პე­ტენ­ცია და პა­ტი­ოს­ნე­ბა. ეს ნა­ხევ­რად სე­რი­ო­ზუ­ლად, სე­რი­ო­ზუ­ლად კი, უნდა ით­ქვას, რომ სწო­რედ ამი­ტომ მო­ვუ­წო­დებთ ხოლ­მე მათ პარ­ლა­მენ­ტში შე­მოს­ვლის­კენ და ეს მო­წო­დე­ბა ამ ტრი­ბუ­ნი­და­ნაც კი­დევ ერთხელ უნდა გა­ვაჟ­ღე­როთ.
ოპო­ზი­ცია უსა­თუ­ოდ სჭირ­დე­ბა პარ­ლა­მენტს, უფრო მე­ტად კი ოპო­ზი­ცია აკ­ლია ქარ­თულ პო­ლი­ტი­კას. ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა ნამ­დვი­ლი ოპო­ზი­ცია, მწვა­ვე და კრი­ტი­კუ­ლი, მაგ­რამ არა ნგრე­ვის­კენ, არა­მედ შე­ნე­ბის­კენ მო­წო­დე­ბუ­ლი, არა კრი­მი­ნა­ლუ­რი, არა­მედ სუფ­თა წარ­სუ­ლით გა­მორ­ჩე­უ­ლი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი ოპო­ზი­ცია ძა­ლი­ან მალე ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა. ამ თვალ­საზ­რი­სით, ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მა სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის“,-აცხადებს ირაკლი კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: თაკო ჩარკვიანი ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა, არ ვიცი, მაგრამ სრული არასერიოზულობაა
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი კობახიძეს: გვინახავს ასეთი დამწყები ძერჟინსკები…