ირმა ინაშვილი კობახიძეს: გვინახავს ასეთი დამწყები ძერჟინსკები…

კობახიძის საპარლამენტო გამოსვლიდან ფრაგმენტს მოვუსმინე. ეპიზოდს, სახელწოდებით “ძალიან დაგვაკლდა”, სადაც პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკურ შემადგენელს გაკრა კბილი. ძალიან დაგვაკლდა პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური შემადგენელის პრორუსული პროპაგანდაო. ვითომ დაგვცინა. კობახიძის ტექსტის ავტორს (არ ვიცი, თვითონ შექმნა ეს “შედევრი”, თუ სხვამ დაუწერა), “სარკაზმიც” ისეთივე მდარე და მდაბიო აქვს, როგორც აზროვნება. ვინმემ გადასცეს ამ დამწყებ, მოხალისე ძერჟინსკის: არავინ რომ აკლია და თავი თვითკმარი რომ ჰგონია, გავიგეთ! ამიტომაც ჯერ კონსტიტუცია დაიმხო თავზე, მერე- არჩევნები, ახლა პარლამენტს იმხობს, სადაც თვითონ წერს, თვითონ უყრის კენჭს, თვითონ აჩერებს მეორე მოსმენაზე კანონპროექტის გატანას, თვითონ ლაპარაკობს და თავის თავსაც თავად უსმენს და მერე, “ყოჩაღ”-საც თავად ეუბნება საკუთარ პერსონას. გვინახავს ასეთი დამწყები ძერჟინსკები… უფრო ჭკვიანი და დახვეწილი ცინიკოსებიც გვინახავს, ვიდრე ირაკლი დამწყებ- ძერჟინსკია… ხელისუფლებაშიც კარგა ხანს მსხდარან, მაგრამ ახლა სად სხედან, აღარავის აინტერესებს… არავის აინტერესებს არც მათი ყოფა, არც მათი აზრი, არც მათი პოზიცია, არც მათი მდაბიო ცინიზმი, არც მათი არსებობა…
ბოლოს, იმ ვიწრო საზოგადოების საყურადღებოდ ვწერ, ვისაც კობახიძე- ძერჟინსკის სტილი და თვითკმარი განზომილება მოწონს: როგორც წესი, თქვენნაირები ღუპავენ ხოლმე ქვეყანას.
ნაცების ეპოქაში მაყვალა კოორდინატორების რაზმები გვებრძოდა, ახლა ოცნების ჟუჟუნა კოორდინატორების რაზმების შეტევებს ვიგერიებთ. ქალბატონო მაყვალა და ჟუჟუნა დეიდებო, მიხედეთ თქვენს საქმეს და წერეთ კომენტარები თქვენს პერსონალურ კედელზე, აქ ნუ შემომიხტებით, თქვენთან დისკუსიას არ ვაპირებ-წერს ირმა ინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: “პარ­ლა­მენ­ტში ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა რუ­სუ­ლად ნამ­ღე­რი „თბი­ლი­სო“. ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ პო­ლი­ტი­კუ­რი შე­მად­გენ­ლის პრო­რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – პოლიტიკურად ნეიტრალური და ეფექტური პოლიცია, დამოუკიდებელი პროკურატურა, არმია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას