კობახიძე: თაკო ჩარკვიანი ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა, არ ვიცი, მაგრამ სრული არასერიოზულობაა

შეიძლება, თაკო ჩარკვიანი ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა, არ ვიცი, მაგრამ სრული არასერიოზულობაა ასეთი განცხადების გაკეთება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თაკო ჩარკვიანის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

მისი თქმით, განცხადება, რომელშიც ჩარკვიანმა გარიგებაზე და ამ მიზნით გარკვეული პირების ოჯახებში სიარულზე ისაუბრა, არასერიოზულია.

„კიდევ ერთი არასერიოზული განცხადება, რომელზეც არანაირი კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. გარწმუნებთ, რომ ასეთი რამ არ მომხდარა. მანამდეც გააკეთა რაღაც განცხადება. შეიძლება, ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა, არ ვიცი, მაგრამ სრული არასერიოზულობაა ასეთი განცხადების გაკეთება გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი რამ არ მომხდარა. მანამდეც გააკეთა განცხადება, თითქოს მე რაღაცაში ვარწმუნებდი პარტიის ხელმძღვანელობას. სინამდვილეში სხვანაირად იყო. წინაზეც ტყუილი იყო თუ შეცდომაში შეიყვანეს, არ ვიცი. მაგრამ ფაქტია, რომ ხშირად ტყუილ ინფორმაციას ავრცელებს ხოლმე ქალბატონი თაკო, რაც ძალიან ცუდია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი: ვიდრე ოპოზიცია პარლამენტში შევა, მანამდე „ქართულმა ოცნებამ“ ცუდად ჩატარებული არჩევნების გამო, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს
შემდეგი სტატიაკობახიძე: “პარ­ლა­მენ­ტში ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა რუ­სუ­ლად ნამ­ღე­რი „თბი­ლი­სო“. ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ პო­ლი­ტი­კუ­რი შე­მად­გენ­ლის პრო­რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და