კობახიძე: “პრემიერმინისტრი დროს კარგავს ამ უაზრო პროცესებით

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის თქმით,”პრემიერმინისტრი დროს კარგავს ამ უაზრო პროცესებით..”- ამის შესახებ მან კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა.

“ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული ვიყოთ ოპოზიციასთან ერთად იმ საკითხებზე ფიქრით და მსჯელობით, რაც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას, გვიწევს ამ უაზრო დაპირისპირებაში, ხელოვნურ კრიზისში რაღაცებზე საუბარი, დროს კარგავს მაგალითად, იგივე პრემიერი ამ უაზრი პროცესებით, დროს კარგავს პარლამენტის თავმჯდომარე, დროს კარგავენ პოლიტიკოსები, მათ შორის ოპოზიციონერები, ნაცვლად იმისა, რომ ყველა იყოს კონცენტრირებული ეკონიმიური, სოციალური და საგარეო პოლიტიკური საკითხების უკეთ მოწესრიგებაზე. ამის მაგივრად ჩვენ გვიწევს რაღაც უაზრობაზე დროის დახარჯვა, ამით დაიღალა რა თქმა უნდა საზოგადოება და ეს პროცესი, ბუნებრივია, უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ამ ხალხის, პირველ რიგში სააკაშვილის, ბოკერიასი და სხვების მიზანი არის ის, რომ წააგოს სახელმწიფომ
შემდეგი სტატიათალაკვაძე: ოპოზიციის ნაწილი მოგვიწოდებს, დავთმოთ ის, რასაც თვითონ არასოდეს დათმობდნენ