თალაკვაძე: ოპოზიციის ნაწილი მოგვიწოდებს, დავთმოთ ის, რასაც თვითონ არასოდეს დათმობდნენ

ოპოზიციას აქვს დამოკიდებულება, რომ სანამ არჩევნებს არ მოვიგებთ, არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ – ამ მიდგომით შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია, ვინაიდან პანდემიის პირობებში ჩვენმა 2 მილიონმა მოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, მათ აირჩიეს პოლიტიკური პარტიები. შესაბამისად, მათ აირჩიეს, რომ ამ პარტიებს გვემუშავა პარლამენტში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მოგვიწოდებენ დავთმოთ ის, რასაც თვითონ არასდროს არ დათმობდნენ და მეტსაც გეტყვით, ისინი უარს ამბობენ იმის დათმობაზეც კი, რაც არც კი ეკუთვნით მათ. რაზეა საუბარი, როდესაც ჩვენ გვარწმუნებენ, რომ ზურგი უნდა შევაქციოთ ჩვენს მოქალაქეებს, ზურგი უნდა შევაქციოთ თურმე ჩვენს მხარდამჭერებს და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არ მოსწონს არჩევნების შედეგები.

შესაბამისად, არ ჩანს ის სამართლიანი პირობა, რომ მომდევნო არჩევნებში თუ „ქართული ოცნება“ ისევ გაიმარჯვებს და გარწმუნებთ, რომ ჩვენ ძალიან კარგ შედეგს ვაჩვენებთ მომდევნო არჩევნებშიც, მაშინ რა გარანტია გვაქვს, რომ ამ ადამიანებს არ ექნებათ იგივე დამოკიდებულება, რაც აქვთ ახლა. ვინაიდან, რვა მარტის შეთანხმებაში სწორედ ისინი აცხადებდნენ, რომ აუცილებლად პატივს სცემდნენ და დაემორჩილებოდნენ ხალხის არჩევანს, თუ გაკეთდებოდა კონკრეტული რეფორმები. ჩვენ ეს რეფორმები გავაკეთეთ, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქაც დაარღვიეს პირობა და არ დაუჭირეს მხარი, პარლამენტში არც კი მოვიდნენ კენჭისყრაზე როდესაც მათთვის მნიშვნელოვანი რეფორმები განიხილებოდა აი ეს არის დამოკიდებულებები რამდენიმე კონკრეტული მაგალითი რომ გაჩვენოთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: “პრემიერმინისტრი დროს კარგავს ამ უაზრო პროცესებით
შემდეგი სტატიამამაუკა ხაზარაძე: მეტ ვარდნას, რყევებს ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს!