კობახიძე: ამ ხალხის, პირველ რიგში სააკაშვილის, ბოკერიასი და სხვების მიზანი არის ის, რომ წააგოს სახელმწიფომ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონკრეტული ულტიმატუმებითაც გამოჩნდა, რომ ოპოზიციური პარტიების მიზანი სახელმწიფოს წაგებაა.

კობახიძე განმარტავს, რომ ულტიმატუმები უკავშირდებოდა ორ პუნქტს. კერძოდ, ირაკლი კობახიძის თქმით, ერთი პუნქტი პირდაპირ ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას, ხოლო მეორე ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს.

„მოგებულზე და წაგებულზეც არის საუბარი გამომდინარე იქიდან, რომ ამ ხალხის, პირველ რიგში სააკაშვილის, ბოკერიასი და სხვების მიზანი არის ის, რომ წააგოს სახელმწიფომ, მათ შორის კონკრეტული ულტიმატუმებითაც გამოჩნდა ის, რომ სახელმწიფოს წაგება არის ამ პოლიტიკური პარტიების მიზანი.

ჩვენ, ბუნებრივია, ამას ვერ დავუშვებდით და ეს ყველამ დაინახა. ულტიმატუმები უკავშირდებოდა ორ პუნქტს და ერთი პუნქტი პირდაპირ ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას, მეორე პუნქტი პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: უმრავლესობა, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი დიალოგის რეჟიმში, იმართება კიევიდან, კონკრეტული პოლიტიკოსის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან
შემდეგი სტატიაკობახიძე: “პრემიერმინისტრი დროს კარგავს ამ უაზრო პროცესებით