კობახიძე მიხეილ სააკაშვილის დაჭერაზე – 9 წლის თავზე როგორც იქნა აღსრულდა კანონი და აღსრულდა სამართლიანობა

„9 წლის თავზე როგორც იქნა აღსრულდა კანონი, აღსრულდა სამართლიანობა და ადამიანი, რომელიც ბრალდებულია უამრავ დანაშაულში, დღეს დამსახურებულად იხდის სასჯელს საქართველოს საპატიმრო დაწესებულებაში“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაჭერას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, სხვა დანაშაულებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის უმთავრესი დანაშაული საქართველოს ტერიტორიების 20%-ის რუსეთის ფედერაციისთვის ჩაბარებაა.

„შეგახსენებთ მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა მცირე და ზოგად ჩამონათვალს – ეს არის ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, ადამიანების გაუპატიურება, რაც ხდებოდა, როგორც ციხეებში, ასევ ციხეებს გარეთ. ეს იყოს სწორედ მისი რეჟიმის დანაშაული. ქუჩაში ახალგაზრდების ჩახოცვა- გირგვლიანის საქმე, ბუტა რობაქიძის საქმე და ა.შ. ეს იყო აღვირახსნილი კორუფცია სახელმწიფო სტრუქტურებში, ეს იყო ტელევიზიების მონოპოლიზაცია, მედიასაშუალებების სრული მიტაცება, ეს იყო ბიზნესის ტოტალური რეკეტი – ათასობით ადამიანს აჩუქებინეს სახელმწიფოზე ქონება და ა.შ. და ბოლოს ერთ-ერთი მთავარი, თუ არა უმთავრესი დანაშაული ამ ადამიანის და მისი რეჟიმის – ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება რუსეთი ფედერაციისთვის. დღეს ამ დანაშულთა ჩამდენი პათოლოგიური პოლიტიკოსი და ადამიანი არის ციხეში, რაც ნიშნავს სამართლიანობის და კანონის აღსრულებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – მომხრე ვარ, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია გარკვეული ჯგუფებისთვის სავალდებულო იყოს
შემდეგი სტატიაგიორგი ხოჯევანიშვილი: „უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა გრძელდება და ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ“