გამყრელიძე – მომხრე ვარ, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია გარკვეული ჯგუფებისთვის სავალდებულო იყოს

პირადად მე მომხრე ვარ, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია გარკვეული ჯგუფებისთვის სავალდებულო იყოს, მაგრამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მანდატორიზმის საკითხის განხილვა ჯერ არ ხდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ვერ გაჩერდება პანდემია, ვიდრე არ იქნება აცრილი კრიტიკული მასა, 75-80 პროცენტი, „დელტასთვის“ ჩვენი სამიზნე 60% არ არის საკმარისი.

„კარგად ვერკვევით იურისპოდენციას საკითხში, ნახეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მეხუთე მუხლი, ნახეთ კარგად, ეს არის ადამიანის უფლებები დარღვევა, როდესაც არის პანდემია, თქვენ შეგიძლიათ შემოიღოთ გარკვეული მანდატორიზმი. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება. ვიდრე სრულ მანდატორიზმამდე მიხვალ, უნდა სცადო ყველა სხვა მეთოდი. საფრთხე არის, რადგან მობილობა სერიოზულად გაიზარდა, დაიწყო სწავლა სკოლებში, დაიწყო სწავლა უნივერსიტეტებში, ამიტომ არის მუდმივი მოწოდება, რომ უნდა გვქონდეს უსაფრთხო სკოლები, უსაფრთხო უნივერსიტეტები და საერთოდ უსაფრთხო დაწესებულებები. მასწავლებელთა კორპუსში 62%-ია ერთჯერადად აცრილი, 50%-ზე მეტია უკვე მასწავლებლები და კიდევ აქტიურად იცრებიან. სასურველია, ავიდეთ 80%-ზე. სამწუხაროდ, არ გვაქვს ეს მაჩვენებელი სტუდენტებში, 28%-ი გვაქვს უნივერსიტეტებში აცრის მაჩვენებელი. არის რამოდენიმე გამორჩეული უნივერსიტეტ, სადაც უკვე 50%-ზე მეტია აცრილი სტუდენტების რაოდენობა და ეს კარგია. უნდა მოვუწოდოთ ყველა სტუდენტს, რომ აიცრან. საკმაოდ გაიზარდა აცრის მაჩვენებელი ჩემს კოლეგებში, ექიმებში, 78% გვაქვს ერთჯერადად აცრილი ექიმებში და 70% უკვე ორჯერადად აცრილი. სამწუხაროდ, ნაკლებია, 50% ფარგლებში გვაქვს ექთნებში, უფრო ნაკლებია, 40%-მდეა უმცროს სამედიცინო პერსონალში, სანიტრებს რომ ეძახიან. შედარებით მეტია სამედიცინო დაწესებულებების ადმინისტრაციულ პერსონალში. ძალიან გამიხარდა, როდესაც განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, რომ 100%-ით აცრილია და მივესალმებით ამ საკითხს, მაგალითად NCDC-ში ავედით 90%-ზე და ვერ ავედით 100%-ზე იქ ობიექტური მიზეზებია, ზოგს გადატანილი აქვს და არ არის გასული დრო. ყველგან უნდა ვეცადოთ, ყველა დაწესებულებაში, სხვანაირად ვერ გავაჩერებთ ამ ეპიდემიას, სანამ არ იქნება აცრილი კრიტიკული მასა, 75-80%, „დელტასთვის“ ჩვენი სამიზნე 60% საკმარისი არ არის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – იგეგმება ჯანდაცვის ექიმების წახალისება, ექიმებსა და ექთნებს, ვინც აცრებს აწარმოებენ
შემდეგი სტატიაკობახიძე მიხეილ სააკაშვილის დაჭერაზე – 9 წლის თავზე როგორც იქნა აღსრულდა კანონი და აღსრულდა სამართლიანობა