გიორგი ხოჯევანიშვილი: „უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა გრძელდება და ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ“

“მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეებს, არჩევნებზე მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის და განსაკუთრებით იმ 137 ათასზე მეტ მოქალაქეს, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს ამ უთანასწორო ბრძოლაში, საბოლოოდ ამ ადამინებმა უარი უთხრეს ამ ორ პოლუსიან სიბრტყეს, რომელშიც დღეს საზოგადოებას უწევს ცხოვრება.”-განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი განცხადებით არჩევნებზე მათ მიმართ პროპაგანდისტული მანქანა იყო ჩართული, თუმცა მიუხედავად ამისა, საზოგადოების მხრიდან, დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ.

„მე თითოეულ მოქალაქეს მინდა ვუთხრა, რომ უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა გრძელდება და ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ.“- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვლმა.

წინა სტატიაშიკობახიძე მიხეილ სააკაშვილის დაჭერაზე – 9 წლის თავზე როგორც იქნა აღსრულდა კანონი და აღსრულდა სამართლიანობა
შემდეგი სტატიაკობახიძე – დარწმუნებული, ვარ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება ყველაფერს ნათელს მოჰფენს