კობახიძე – ხოშტარიამაც რუსეთში მიიღო განათლება და იქიდან რუბლებსაც იღებს, მაგრამ შესანიშნავი პროევროპული ლიდერია პოლიტიკაში

ხოშტარიამაც რუსეთში მიიღო განათლება და იქიდან რუბლებსაც იღებს, მაგრამ შესანიშნავი პროევროპული ლიდერია პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს რუსეთში ქართველი სტუდენტების სწავლასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ევროკავშირის მხარდაჭერა 85 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ძალიან მარტივად იზომება. მთავარია, საზოგადოებაში არ ჩამოყალიბდეს აღქმა, რომ დასავლეთს ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება უნდა, რისი საფუძველიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვქონდა. როგორც კი საზოგადოებაში ჩამოყალიბდება აღქმა, რომ დასავლეთს უნდა „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, მაშინვე გაიზრდება სხვაგვარი დამოკიდებულებების ხარისხი და ტენდენცია. ხოშტარიამაც იქ მიიღო განათლება და იქიდან რუბლებსაც იღებს, მაგრამ შესანიშნავი პროევროპული ლიდერია პოლიტიკაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, საფრთხის შემცველია თუ არა, რომ სტუდენტები სასწავლებლად რუსეთში მიდიან, კობახიძემ აღნიშნა:

„ჩვენ ამას ვერ შევზღუდავთ. კარგია თუ ცუდია, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ამის შეზღუდვის საშუალება არ გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – რადიკალური ოპოზიციის მიერ ინიცირებულ არც ერთ საგარეო პოლიტიკურ რეზოლუციას მხარს არ დავუჭერთ
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – „ქართულ ოცნებას“ მინდა ვკითხო, შემთხვევით „ჰამასს“ და „ჰეზბოლას“ ხომ არ უჭერენ მხარს?