მანჯგალაძე – „ქართულ ოცნებას“ მინდა ვკითხო, შემთხვევით „ჰამასს“ და „ჰეზბოლას“ ხომ არ უჭერენ მხარს?

„ქართულ ოცნებას“ მინდა ვკითხო, შემთხვევით „ჰამასს“ და „ჰეზბოლას“ ხომ არ უჭერენ მხარს? – მსგავს განცხადებებს ისინი აკეთებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ „აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში, რობინ დენიგენი იმ პოლიტიკას რადიკალურად შეცვლის, რომელსაც მისი წინამორბედი, კელი დეგნანი აწარმოებდა“.

მანჯგალაძე აცხადებს, რომ თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება პარტნიორის მიმართ, ეს „ქართულმა ოცნებაა“.

„თუ ვინმემ უნდა შეცვალოს აღქმები და პოლიტიკა, უნდა შეცვალოს „ქართულმა ოცნებამ”. თქვენ იცით განცხადებები, წერილები, რომ სადაც ამერიკა შევიდა, ყველა ქვეყანაში თურმე ამერიკა ყოფილა არეულობის შემტანი და ჩამოთვლილი აქვთ იემენი, ლიბია, სირია. მინდა ვკითხო „ქართულ ოცნებას“, შემთხვევით „ჰამასს“და „ჰეზბოლას“ ხომ არ უჭერენ მხარს, ასეთ განცხადებებს აკეთებს „ჰამასი“ და „ჰეზბოლა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – ხოშტარიამაც რუსეთში მიიღო განათლება და იქიდან რუბლებსაც იღებს, მაგრამ შესანიშნავი პროევროპული ლიდერია პოლიტიკაში
შემდეგი სტატიასაქართველო და უკრაინა დსთ-ს ფორმატში აღარ მუშაობენ, მოლდოვა იდენტობას კარგავს – პუტინი