კობახიძე – რადიკალური ოპოზიციის მიერ ინიცირებულ არც ერთ საგარეო პოლიტიკურ რეზოლუციას მხარს არ დავუჭერთ

ჩვენი პოზიცია ძალაში რჩება, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ რადიკალური ოპოზიციის მიერ ინიცირებულ არც ერთ საგარეო პოლიტიკურ რეზოლუციას, რადგან მათ აქვთ განსხვავებული მიზნები, რაც ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს პირდაპირ უპირისპირდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს იმის შესახებ, რომ თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილებაზე რეზოლუციის მიღებას ითხოვენ.

ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის არც ერთ საგარეო ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ.

„ეს არც წარსულში გაგვიკეთებია და არც მომავალში დავუჭერთ მხარს. მნიშვნელობა არ აქვს, მასში რა წერია. მათ არც ერთ საგარეო ინიციატივას მხარს არ დავუჭერთ. მთავრობამ თავისი პოზიცია უკვე ოფიციალურად გამოხატა. ოპოზიცია რასაც ცდილობს, ამაზე მეტია? 11 წელია, ამ ქვეყანაში მშვიდობას ვინარჩუნებთ. ერთადერთი ხელისუფლება ვართ, ვის პირობებშიც რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა. ეს არის ჩვენი პოლიტიკის შედეგები, ამიტომ გვაცადეთ. ბორდერიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მემკვიდრეობაა – გვაცადეთ, სამშვიდობო და პრაგმატული პოლიტიკის შენარჩუნება, ამ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიპუტინი – საქართველო და უკრაინა დსთ-ს ფორმატში აღარ მუშაობენ და მოლდოვამ, პრაქტიკულად, დაკარგა იდენტობა, მაგრამ ეს მათი არჩევანია
შემდეგი სტატიაკობახიძე – ხოშტარიამაც რუსეთში მიიღო განათლება და იქიდან რუბლებსაც იღებს, მაგრამ შესანიშნავი პროევროპული ლიდერია პოლიტიკაში