კობახიძე: „ევროპულ საქართველოსთან“, მელია-სააკაშვილის ფრთსთან და „ლეობორისტებთან“ მოლაპარაკებათა რესურსი ამოწურულია

ამ არჩევნებს ჰყავს თავისი ეგრეთ წოდებული ვინერები და ლუზერები, მოგებული მხარე, მოგებული პარტიები და წაგებული მხარე – წაგებული პარტიები. აქედან გამომდინარე, მოლაპარაკებების რესურსიც ამის მხიედვით უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მაგალითად, რომ ავიღოთ ,,ევროპული საქართველო“, რომელსაც დასაკარგი და მოსაგები საერთოდ აღარაფერი აღარ დარჩა – პრაქტიკულად, შეუძლებელია მათთან რაიმე ტიპის მოლაპარაკების წარმატებით დასრულება, იგივე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურ ფრთას, ესაა სააკაშვილი-მელია, მათთანაც ძალიან შეზღუდულია მოლაპარაკებების რესურსი. ასევე ნათელაშვილიც აშკარად წაგებული მხარეა. ყველა დანარჩენს აქვს თავისი პოტენციალი, ისინი არიან პრინციპში ამ არჩევნების მოგებული მხარე, მათ ინტერესებშია ობიექტურად პარლამენტში შემოსვლა და მათთან რესურსი ბუნებრივია, მეტია, ვიდრე სხვა პარტიებთან მიმართებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიბაქრაძე ხოშტარიას წასვლაზე – სიახლე და სიურპრიზი არ ყოფილა, პარტიის შიგნით ვიცოდით
შემდეგი სტატია“ელენე ხოშტარიასთან თანამშრომლობაზე აუცილებლად ვიფიქრებ”