“ელენე ხოშტარიასთან თანამშრომლობაზე აუცილებლად ვიფიქრებ”

„ყველა პოლიტიკოსს აქვს საკუთარი გზა, საკუთარი გადაწყვეტილებები, წარმატებას ვუსურვებ ელენე ხოშტარიას, „ევროპულ საქართველოსაც“. მე ელენესთან არ მქონია საუბარი და ვფიქრობ, ნამდვილად საჭიროა ქვეყანაში ახალი მძლავრი გაერთიანების ჩამოყალიბება იმ პოლიტიკური პარტიების ბაზაზე, ვინც კონკრეტული შედეგი აჩვენა ამ არჩევნებზე და იმ დამოუკიდებელი ფიგურების ბაზაზე, რომელთაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი როლი შეუძლიათ შეასრულონ ქვეყნის განვითარებაში. არ მქონია კონსულტაცია, მაგრამ რა თქმა უნდა შევხვდები მას და ყველას ვესაუბრები ამ საკითხებზე. ჯერ ვნახოთ ელენე რას აპირებს, რა გზას ირჩევს, დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ზოგადად, მასთან თანამშრომლობა ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია და ამაზე აუცილებლად ვიფიქრებ“, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: „ევროპულ საქართველოსთან“, მელია-სააკაშვილის ფრთსთან და „ლეობორისტებთან“ მოლაპარაკებათა რესურსი ამოწურულია
შემდეგი სტატიაუგულავა ხოშტარიას წასვლაზე: ადამიანს უნდა, რომ იყოს და იბრძოლოს მარტო