ბაქრაძე ხოშტარიას წასვლაზე – სიახლე და სიურპრიზი არ ყოფილა, პარტიის შიგნით ვიცოდით

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე, ბრიფინგზე პარტიიდან ელენე ხოშტარიას წასვლას ეხმიანება.

“ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ვიცით, რომ პოლიტიკური ციკლის – არჩევნების – დასრულების შემდეგ ფიქრობდა დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობაზე, მეტი აქცენტით სამოქალაქო აქტივიზმზე. ჩვენთვის ეს სიახლე და სიურპრიზი არ ყოფილა; წინასწარ, პარტიის შიგნით ვიცოდით და ვიყავით მოლაპარაკებული. წარმატებებს ვუსურვებ ახალ გზაზე. ვფიქრობ, მიზანი საერთოა – ნორმალური დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბება. ეს არაა პარტიიდან გადინების პროცესი, როგორც ეს ზოგიერთს სურს გამოაჩინოს”, – თქვა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას გეგმავს
შემდეგი სტატიაკობახიძე: „ევროპულ საქართველოსთან“, მელია-სააკაშვილის ფრთსთან და „ლეობორისტებთან“ მოლაპარაკებათა რესურსი ამოწურულია