კობახიძე – ე.წ. კონსილიუმმა ტიკარაძის პოზიციასთან დაკავშირებით ფეიკი გაავრცელა

ქართულო ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ტყუილია სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის წევრების მიერ გავრცელებული განცხადება, რომ ეკატერინე ტიკარაძე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მომხრეა. მისი თქმით, ამ საკითხზე ეკატერინე ტიკარაძე განმარტებას თავად გააკეთებს.

“ეკა ტიკარაძეს აქვს მკაფიო პოზიცია ამაზე. რაც შეეხება ე.წ. კონსილიუმს, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გაავრცელა, აქედან ჩანს, რომ ეს ე.წ. კონსილიუმი თვითონ არის ფეიკი და ავრცელებს ფეიკებს ტიკარაძის პოზიციაზე. ამაზე მინისტრი თვითონ გააკეთებს განცხადებას”. – ამბობს ირაკლი კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის ელჩი: როცა ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია, დებატები აღარაა საჭირო
შემდეგი სტატიახოშტარიას მდგომარეობაზე პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილია, ეს უპასუხისმგებლო კაცი – კობახიძე