აშშ-ის ელჩი: როცა ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია, დებატები აღარაა საჭირო

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობით დაინტერესებულია მათი ქვეყანა. სააკაშვილთან დაკავშირებით და სახალხო დამცველის შექმნილ კონსილიუმზე მან მედიასთან ისაუბრა.

“ჩვენ ძალიან გვაღელვებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, აღარაა საჭირო დისკუსია და დებატი, მას უნდა მიეცეს საშუალება ყველა სათანადო მკურნალობის. ჩვენ ვენდობით სახალხო დამცველის შექმნილ მედიკოსთა ჯგუფს. მათი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის კრიტიკული, მას ესაჭიროება მრავალმხრივი, მრავალპროფილური სამედიცინო მომსახურება, რათა ის რაც მოხდა გონების დაკარგვა, აღარ განმეორდეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდეს. შესაბამისად მან უნდა მიიღოს შესაბამის დაწესებულებაში მკურნალობაში… უნდა შეასრულოს ის რეკომენდაციები, რაც ამ საკითხზე გაიცა, რადგან გაუგებარია, რატომ არ ხდება ამ ზომების მიღება”, – თქვა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილს განუვითარდა ვერნიკეს ენცეფალოპატიით გამოწვეული გულყრა – სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი
შემდეგი სტატიაკობახიძე – ე.წ. კონსილიუმმა ტიკარაძის პოზიციასთან დაკავშირებით ფეიკი გაავრცელა