ხოშტარიას მდგომარეობაზე პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილია, ეს უპასუხისმგებლო კაცი – კობახიძე

“ეს არის პოლიტიკური და უსაფრთხოების მხარე, აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავითავლისწინოთ ყველაფერი, ვიდრე შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით, არის რა თქმა უნდა სერიზოული რისკები. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ მათი მხრიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა არ არის უბრალო ახირება, ამის უკან დგას კონკრეტული მიზანი და მიზანი ძალიან კარგად ხვდებით რაც არის. მიზანი არის ის, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შექმნან გარკვეული შანსები მისი გათავისუფლების და ამისათვის ისინი არიან ყველაფერზე წამსვლელი და ვიცით, რომ ეს პოლიტიკური ძალა არის ზოგადად ყველაფრის მკადრებელი”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, ელენე ხოშტარიას მდგომარეობაზე მთლიანად არის პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე მიხეილ სააკაშვილი, ეს უპასუხისმგებლო კაცი. მას რომ ჰქონდეს ელემენტარული კაცობა, ამას კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ის რა თქმა უნდა, მარტო ამის გამო შეწყვეტდა შიმშილობას. თუმცა, კაცობის არაფერი სცხია მიხეილ სააკაშვილს, მან ეს დაამტკიცა 9 წლის განმავლობაში, როცა იყო მმართველობაში და შემდეგ 9 წლის განმავლობაში, როცა იყო ოპოზიციის ლიდერი”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – ე.წ. კონსილიუმმა ტიკარაძის პოზიციასთან დაკავშირებით ფეიკი გაავრცელა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ ნატახტარში „ფუდ ალიანსის“ საწარმო გაიხსნა