კობახიძე – ჩვენ უნდა ვიყოთ პრინციპული იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელიც მთლიანად ძალადობასა და სიცრუეს ეფუძნებოდა

ყველას კარგად გვახსოვს, თუ რას ეფუძნებოდა ის რეჟიმი, რომლის ხელმძღვანელი, მთავარი დამკვეთი იყო მიხეილ სააკაშვილი, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელი იყო მეგის ქარდავა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, პროკურატურის მხრიდან სწორედ ამის შეხსენება იყო.

„ვიხილეთ, როცა წამების მორიგი მტკიცებულება ნახა ქართულმა საზოგადოებამ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ რას შეგვახსენებს? – ჩვენ უნდა ვიყოთ პრინციპული იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელიც მთლიანად ძალადობასა და სიცრუეს ეფუძნებოდა. ასევე რომელსაც კიდევ ჰქონდა ილუზია და ამბიცია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ძალაუფლებას დაიბრუნებდა. რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება ამას არ დაუშვებს და „ქართული ოცნება“ ქართულ საზოგადოებას ამის არდაშვებაში დაეხმარა“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკრემლის მორიგი სადეზინფორმაციო გზავნილი: “ნატო უკრაინასა და საქართველოს იარაღით ავსებს”
შემდეგი სტატიადამენია – ექიმების დასკვნამ აჩვენა, რომ სააკაშვილის გადაყვანა კვალიფიციურ სამედიცინო კლინიკაში აუცილებელია