კრემლის მორიგი სადეზინფორმაციო გზავნილი: “ნატო უკრაინასა და საქართველოს იარაღით ავსებს”

რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყება უკრაინის, საქართველოსა და ნატო-ს წინააღმდეგ მორიგ სადეზინფორმაციო პროპაგანდისტულ გზავნილებს აჟღერებს. როგორც ბრიფინგზე საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, “ნატო უკრაინასა და საქართველოს იარაღით ავსებს”.

“ნატო აგრესიულად აფართოებს თავისი ინტერესების ორბიტას, ზეწოლას ახდენს ბალკანეთის ქვეყნებზე, რათა საკუთარი შეიარაღებული ძალები ალიანსის სტანდარტებს მიუსადაგონ, იარაღით ავსებს უკრაინასა და საქართველოს. ამავდროულად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აგრძელებს ევროპის ქვეყნების მოსახლეობების საინფორმაციო დამუშავებას, თითქოს რუსეთი სხვა სახელმწიფოების საქმეებში ერეოდეს. ნატო უკვე დიდი ხანია, გადაიქცა თავდაცვითი ბლოკიდან გეოპოლიტიკური ინტერესების გამტარებელ ინსტრუმენტად» – განაცხადა ზახაროვამ.

მოსკოვის ეს განცხადება უკრაინის საზღავრთან შექმნილი ვითარების ფონზე გაკეთდა.

ზახაროვას გზავნილს წინ უსწრებდა ნატო-ს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის 15 ნოემბრის განცხადება უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალის მნიშვნელოვანი ზრდის თაობაზე და რუსეთის გაფრთხილება ალიანსის მიერ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის შესახებ.

წყარო: accentnews.ge

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – კარგი იქნებოდა, კონსილიუმს მიხეილ სააკაშვილისთვის შიმშილობის შეწყვეტა ერჩია
შემდეგი სტატიაკობახიძე – ჩვენ უნდა ვიყოთ პრინციპული იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელიც მთლიანად ძალადობასა და სიცრუეს ეფუძნებოდა