დამენია – ექიმების დასკვნამ აჩვენა, რომ სააკაშვილის გადაყვანა კვალიფიციურ სამედიცინო კლინიკაში აუცილებელია

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ლაშა დამენიას განცხადებით, ექიმების დასკვნამ აჩვენა, რომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კვალიფიციურ სამედიცინო კლინიკაში აუცილებელია, სადაც უნდა გაგრძელდეს მისი სრულფასოვანი მკურნალობის პროცესი.

„ქართული ოცნება“ თავისი ამაზრზენი ქმედებებით არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ სრულიად საქართველოს ღირსებას აყენებს შეურაცხყოფას. პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხეში იყო „ქართული ოცნების“ მიერ მისი დამცირებისა და შეურაცხყოფის საშუალება კრიმინალების დახმარებით, მაგრამ სინამდვილეში ამით ხელისუფლებამ ქვეყნის ღირსებას მიაყენა შეურაცხყოფა და გაახარა, როგორც შიდა, ასევე გარე მტრები. ექიმების დასკვნამ ნათელყო, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კვალიფიციურ სამედიცინო კლინიკაში, სადაც უნდა გაგრძელდეს მისი სრულფასოვანი მკურნალობა.“ – განაცხადა დამენიამ

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – ჩვენ უნდა ვიყოთ პრინციპული იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელიც მთლიანად ძალადობასა და სიცრუეს ეფუძნებოდა
შემდეგი სტატიარეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა