კობა ნარჩემაშვილი არ გამორიცხავს, უმრავლესობა დატოვოს

,,ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი ეხმაურება.

იგი არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს.

“თუკი ოპონირების რეჟიმში იქნება თემები, რომლებიც აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს, უბრალოდ მორალურად იქნება მიუღებელი ჩემთვის თან ვიყო უმრავლესობაში, თან ვიყო წინააღმდეგი რიგი საკითხებისა, ასე რომ ამას არ გამოვრიცხავ. დაშლა არის ხმამაღალი ნათქვამი. დაშლა ნიშნავს, რომ აღარ არსებობს ერთობა. ასეთი ერთობა არსებობს საკმაოდ დიდი შემადგენლობით. დანარჩენში ვხედავ პოლიტიკურ ლოგიკურ პროცესს, რაც უნდა ახასიათებდეს ზოგადად პოლიტიკას”- განაცხადა ნარჩემაშვილმა.

რაც შეეხება მოსამართლეების უვადო დანიშვნას, ნარჩემაშვილი ფიქრობს, რომ გარკვეული გარემოებების გამო, 2024 წლამდე პროცესის გადავადება შესაძლებელი იყო სასამართლო სისტემაში უფრო ჯანსაღი შემადგენლობის მისაღებად.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ რუსთავი-გაჩიანის ხიდის საყრდენი სამაგრების ქურდობის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა
შემდეგი სტატია“შეიძლება მე ვიფიქრო გუნდის დატოვება” – “ოცნებიდან” წასვლაზე კიდევ ერთი დეპუტატი მირიან წიკლაური ალაპარაკდა