პოლიციამ რუსთავი-გაჩიანის ხიდის საყრდენი სამაგრების ქურდობის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი
პირი – 1997 წელს დაბადებული მ.ა. და 1994 წელს დაბადებული დ.ა. დააკავეს.

მათ ბრალი ქურდობის მცდელობაში ედებათ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი
რუსთავი-გაჩიანის დამაკავშირებელი ხიდის ლითონის საყრდენ სამაგრებს ლითონის
მჭრელების საშუალებით ჭრიდნენ და იპარავდნენ. ერთ-ერთმა დაკავებულმა დ.ა.-მ
დანაშაული პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნის პერიოდში ჩაიდინა.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის
მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიქეთევან ციხელაშვილი : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უზენაესი პრინციპია, რაც აშშ-ის პოლიტიკას განსაზღვრავს
შემდეგი სტატიაკობა ნარჩემაშვილი არ გამორიცხავს, უმრავლესობა დატოვოს