“შეიძლება მე ვიფიქრო გუნდის დატოვება” – “ოცნებიდან” წასვლაზე კიდევ ერთი დეპუტატი მირიან წიკლაური ალაპარაკდა

”ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” წევრი მირიან წიკლაური აცხადებს, რომ მან შეიძლება იფიქროს გუნდის დატოვებაზე.

მირიან წიკლაური ეკა ბესელიაზე საუბრისას ამბობს, რომ მან “ქართული ოცნებისთვის” ბევრი რამ გააკეთა და ეს ყველასთვის ცნობილია, მათ შორის პარტიის თავმჯდომარისთვისაც. წიკლაურის თქმით, ეკა ბესელიას გუნდიდან წასვლა არ ნიშნავს, რომ ის ყველა საკითხში გუნდთან მწვავე დაპირისპირებაში იქნება.

„ეკა ბესელიას ჩემზე მეტი აგური აქვს დადებული და ჩემზე მეტი შრომა აქვს გაწეული. ბოლოს და ბოლოს იმ დამფუძნებელი იყო, მე შემდეგ ვარ მოსული 2018 წელში. მან გაცილებით ბევრი გააკეთა, ამის შესახებ ყველამ იცის, მათ შორის პარტიის თავმჯდომარემაც. ის შეიძლება რომელიღაც საკითხში გამოვიდა გუნდის წინააღმდეგ და ამ უმრავლესობიდან წავიდა კიდეც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმ მწვავე დაპირისპირებაში იქნება იმ ყველა დანარჩენ საკითხზე, რაც გუნდში წარმოიქმნება. ეკამ ვეღარ ნახა ეს რესურსი, მე ჯერჯერობით ვხედავ ამ რესურსს. არის გარკვეული საკითხები, რომელზე შეთანხმების გარეშეც შემდეგ შეიძლება მე ვიფიქრო გუნდის დატოვება,“ – განაცხადა მირიან წიკალურმა.

banner
წინა სტატიაშიკობა ნარჩემაშვილი არ გამორიცხავს, უმრავლესობა დატოვოს
შემდეგი სტატია“ჩენ გვყავს გამორჩეულად უტიფარი და უმწიფარი, მატყუარა პარლამენტის თავმჯდომარე”- უგულავა