კობა ნაყოფია- საარჩევნო გარემო არის საშინელება,დაკავებულები არიან ჩვენი წევრები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კობა ნაყოფიას ინფორმაციით, ზუგდიდში პარტიის მხარდამჭერები დააკავეს.

კობა ნაყოფია ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში მივიდა. როგორც მან განაცხადა, პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე მხარდამჭერი დააკავა, მათ შორის არასრულწლოვანიც.

„გავიგე, რომ დაკავებულები არიან ჩვენი წევრები. მოვედი, რომ გავერკვე სიტუაციაში. საარჩევნო გარემო არის საშინელება, მოსყიდვებისა და კრიმინალების ჩარევით მიმდინარეობს არჩევნები”, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

banner
წინა სტატიაში,,ყელში ვყავარ გაჩხერილი”- ნინია ცისკარიშვილი “ოცნების” მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან კავშირს უარყოფს
შემდეგი სტატიასაია – კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები შემაშფოთებელია