,,ყელში ვყავარ გაჩხერილი”- ნინია ცისკარიშვილი “ოცნების” მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან კავშირს უარყოფს

ნინია ცისკარიშვილი, რომლის ფარული ჩანაწერიც „ქართული ოცნების“ მტკიცებით მათ ხელში ჩაუვარდათ, ჟურნალისტებს შეხვდა და განმარტებები გააკეთა. ცისკარიშვილის მტკიცებით, მისი სახელი მმართველმა პარტიამ სიტუაციის დრამატიზების მიზნით გამოიყენა. მოახდინა აუდიოფაილის კომპილაცია და პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენა. ნინი ცისკარიშვილი აცხადებს, რომ მას მსგავსი შინაარსის საუბარი არავისთან ჰქონია. მისივე თქმით, ხელისუფლებას როგორც ჩანს ყელში გაეჩხირა ის, რადგან ზუგდიდში ბევრი დარღვევა აღმოაჩინა.

„ეს არის სრული აბსურდი, იმიტომ არის სრული აბსურდი, რამოდენიმე დღეა რაც ვიმყოფები ზუგდიდში, რამოდენიმე დღეს რაც ვაკვირდები საუბნო საარჩევნო უბნებს, რამოდენიმე ადგილზე აღმოვაჩინე ძალიან ბევრი დარღვევა სადაც იყო ერთ-ერთი სამაგიდო სიების გადაცემა წინასაარჩევნოდ თვითონ უბნებზე და იყო უპატრონოდ. არც თავმჯდომარე ზოგან, არც თავმჯდომარის მოადგილე, არც მდივანი არსად არ ყოფილა. უპატრონოდ ეყარა იქ ბეჭდები. აქედან გამომდინარე ყელში ვყავარ ეტყობა გაჩხერილი დღევანდელ ხელისუფლებას. იმიტომ რომ ისინი აპირებენ ალბათ სავარაუდოდ ამ არჩევნების გაყალბებას და ყველანაირ ხრიკს მიმართავენ,“-განაცხადა ნინია ცისკარიშვილმა.

ნინია ცისკარიშვილის აცხადებს, რომ არანაირი თათბირზე ის არ ყოფილა, როგორც ამას მმართველი პარტია ამტკიცებს. მისივე თქმით, ასევე სიცრუეა განცხადება, თითქოს ის სანდრა რულოვსის და მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია.

„მხარდამჭერი ვარ, წევრი ვარ. არანაირი ახლო ურთიერთობა არ მაქვს. არ ვყოფილვარ არანაირ თათბირზე,“-განაცხადა ნინია ცისკარიშვილმა.

დღეს მმართველმა პარტიამ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც მათი მტკიცებით საუბარია დესტაბილიზაციასა და არეულობაზე, რომელსაც ოპოზიცია გეგმავს.

banner
წინა სტატიაშირას იხსენებს ნიკა გვარამიას ,,ნაცემი” ქალბატონი?! (+ვიდეო)
შემდეგი სტატიაკობა ნაყოფია- საარჩევნო გარემო არის საშინელება,დაკავებულები არიან ჩვენი წევრები