კობა გვენეტაძე რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას შიდა და საგარეო ინვესტიციების გააქტიურებას უაკავშირებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება განპირობებულია, იმით რომ შედარებით გააქტიურებულია შიდა და საგარეო ინვესტიციები.

„ჩვენი წინა გათვლებით და პროგნოზით ზრდა მოსალოდნელი იყო 3 პროცენტით დღეს დღეობით კი ეს პროგნოზი არის 3,5 პროცენტი. ამასთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშენებლობის სექტორის დადებითი წვლილი, ასევე ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის პოზიტიური ეფექტები. გარდა ამისა ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას და შეცვლას ხელი შეუწყო იმანაც რომ დაგეგმილმა ფისკალურმა სტიმულმა და ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესებამ. ამავე დროს ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მონეტარული პოლიტიკის გადაცემას ფინანსურ ბაზრებზე და ამ დაკვირვები დროს მიღებულ ინფორმაციას ვითვალისწინებთ გადაწყვეტილებაში. სწორედ ეს იყო ის ძირითადი ფაქტორები, რამაც განაპირობა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: საშუალო განათლების სისტემაში ბევრი რამ არის შესაცვლელი
შემდეგი სტატია“ცოტა უცნაურია, როდესაც პაპუაშვილი არ მიდის პროკურატურაში, მაგრამ მაინც შევხვდები”