კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

საბჭოს მოედანთან, კლდიაშვილის ქუჩაზე, სამსართულიან სახლში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ადგილზე რამდენიმე სამაშველო ბრიგადა, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.

სავარაუდოდ, ხანძარი ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია და მესამე სართულიდან გვერდითა ბინებს მოედო, თუმცა, გავრცელების საშიშროება აღარ არის.

მობინადრეებიდან არავინ დაშავებულა. მხოლოდ ერთი მეხანძრე დაშავდა მსუბუქად.

ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით 2000-ზე მეტი კვ.მ. ფართობი.

banner
წინა სტატიაშიბაქო-თბილისი-ყარსის რიკინიგზა ექსპლოატაციაში აპრილში შევა
შემდეგი სტატიამინისტრები, დეპუტატები ამჟღავნებენ აგრესიას და “ნერვებს ვერ თოკავენ”