მინისტრები, დეპუტატები ამჟღავნებენ აგრესიას და “ნერვებს ვერ თოკავენ”

რაღაცნაირად ძალიან შევეჩვიეთ ამ საუბარს, ცოტა ზედმეტ სიტყვის გაქცევას-ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს, სადაც კობახიძე მარგველაშვილს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებდა. განცხადება პრეზიდენტმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” საუბრისას გააკეთა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ მინისტრები, დეპუტატები ამჟღავნებენ აგრესიას და “ნერვებს ვერ თოკავენ”. მარგველაშვილის თქმით, მათი გამონათქვამების შეკრების შემთხვევაში, რომელიც პრეზიდენტის მისამართით ისმის, შესაძლოა მთელი ლექსიკონი შეიქმნას უპატივცემულო გამონათქვამების.

„დავუშვათ დავპატიჟე 10-ში, როდესაც იყო სესია, ეს არის კონსტიტუციური ინსტიტუტების შერყევა, ღრმა უპატივცემულობა?! ერთადერთი, რაშიც ეს გამოიხატა, არის თურმე ის, რომ თურმე დავპატიჟე 10 რიცხვში, როდესაც იყო სესია. რაღაცნაირად ძალიან შევეჩვიეთ ამ საუბარს, ცოტა ზედმეტ სიტყვის გაქცევას, ცოტა ზედმეტად ნერვიულ საუბარს. რომ „დასქროლოთ“ და სამი წლის განმავლობაში ნახოთ განცხადებები პატივცემული მინისტრების, დეპუტატების, ეს აგრესია, ეს უნარი, რომ ძალიან იოლად სიტყვა გაგექცეს, ეს თემა, რომ ძალიან იოლად ნერვებს ვერ ითოკავენ – სამწუხაროდ, ძალიან შთამბეჭდავი მთელი ლექსიკონი შეიძლება შეიქმნას იმ უპატივცემულო გამონათქვამების, შეურაცხყოფის, იმ დამოკიდებულების, რომელსაც ძალიან მიზანმიმართულად პასუხს არ ვცემ. არასდროს გამქცევია სიტყვა ამ შეურაცხყოფის ფონზე. არასდროს პიროვნულად მათთვის არ გამიხსენებია, ვინ სად იყო, ვინ რას აკეთებდა. მომავალშიც ასე ვაპირებ გაგრძელებას, მაგრამ ცოტა ნუ დავიბნევით ამ მდგომარეობით.

არც ერთ ადამიანზე, რომელიც პიროვნულად ვერც წინა ცხოვრებაში, ვერც ამ ცხოვრებაში ამის მეასედს ვერ გამიბედავდა, რასაც ეთერში ბედავენ, არ გამქცევია სიტყვა და დღესაც ძალიან მშვიდად, დიდი პატივისცემის დაფიქსირებით, ვპასუხობ. არანიაირი უპატივცემულობა არც იმაში არ არის, რომ დავუშვათ დავპატიჟეთ იმ დღეს, როდესაც სესია იყო. დღესაც ჩემს პრეზენტაციაში იყო პატივისცემა საკონსტიტუციო კომისიის მიმართ, ამ პროცესის მიმართ, დახმარების სურვილი. ამ აგრესიას მე არც ერთ ეტაპზე არც ვპასუხობდი და არც ვუპასუხებ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

https://youtu.be/SuFpvUV5JrY

banner
წინა სტატიაშიკლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება
შემდეგი სტატია(video) „ეს ქალი გასანეიტრალებელია… თვით უწმინდესობას რეებს უბედავს“- რა იყო ამოჭრილი დეკანოზის ფარული ჩანაწერიდან