“პოლიტიკური თვითიზოლაციის პოცესი ნელენელა ირღვევა”

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე, არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, პოლიტიკური თვითიზოლაციის პოცესი ნელენელა ირღვევა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, მთავრობა ევროპული პოლიტიკური კულტურის რეჟიმში გადადის, როდესაც პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთს ესაუბრებიან და ერთიან ღირებულებებზე საუბრობენ.

„მედიის მეშვეობით ინფორმირებული ვარ გუშინდელი თქვენი შეხვედრის შესახებ პრემიერ-მინისტრთან და მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო – მივესალმები იმას, რომ პოლიტიკური თვითიზოლაციის პოცესი ნელენელა ირღვევა. ჩვენ გადავდივართ თანამედროვე, ევროპულ პოლიტიკური კულტურის რეჟიმში, როდესაც პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთს ესაუბრებიან, საუბრობენ ერთიან ხედვებზე ერთიან ღირებულებებზე. რა თქმა უნდა ეს არანაირად არ გულისხმობს იმას, რომ ყველა ერთ აზრზეა, მაგრამ მისასალმებელია, რომ პოლიტიკური ჯგუფების ან სტრუქტურების წევრები ერთამნეთს უყურებენ, როგორც ერთიანი დისკურსის, ერთიანი პროცესის ნაწილებს და ცდილობენ, რომ ერთიან ხედვამდე მივინდნენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში“კინო მუდამ იყო ქვეყნის პასპორტი, ვიზა, საერთაშორისო ასპარეზზე”
შემდეგი სტატიახვიჩა ჯიშკარიანი: ვპირდები ჩემს თანაქალაქელებს მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან