კიმ ჩენ ინმა პუტინს “გამარჯვების დღე” მიულოცა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს “გამარჯვების დღესთან” დაკავშირებით მილოცვა გაუგზავნა, სადაც მისი ქვეყნის “მტკიცე სოლიდარობა” გამოხატა მოსკოვის მიმართ. ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო KCNA-მა გაავრცელა.

9 მაისს გაგზავნილ წერილში კიმმა “მტკიცე სოლიდარობა გამოხატა რუსი ხალხის საქმის მიმართ, რომ აღმოფხვრან პოლიტიკური და სამხედრო საფრთხე და შანტაჟი მტრული ძალების მხრიდან”.

მან ასევე გამოხატა რწმენა, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობები სტაბილურად განვითარდება.

banner
წინა სტატიაშიღუდუშაური – მადლობა ბრიტანეთის ელჩს იმ სიმართლის პირდაპირ თქმისთვის, რაც ისედაც ყველასთვის ცხადი, ნათელია
შემდეგი სტატიაSocial Impact Award 2022 საკონკურსო ნაწილი იწყება