კილომეტრიანი რიგი ლარსზე – სატვირთო მანქანებისთვის რუსეთის მხრიდან საზღვარზე გადაადგილება პარალიზებულია

კილომეტრიანი რიგები ლარსზე – უკვე რამდენიმე კვირაა სატვირთო მანქანებისთვის რუსეთის მხრიდან გადაადგილება პარალიზებულია.
მიზეზად რუსული მხარე სასაზღვრო პუნქტზე ტექნიკურ ცვლილებებს ასახელებს.
როგორც ირკვევა, მოსკოვმა საზღვრებზე გადასატანი ტვირთის დასაშვები ნორმა შეცვალა.

მძღოლები აცხადებენ, რომ ვისაც მეტი წონა მიაქვს ან ჯარიმა უნდა გადაიხადოს ან ქრთამი. ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.

მათივე თქმით, ვითარება გაუსაძლისია და რამდენიმე დღეა ელემენტარული პირობების და საკვების გარეშე მანქანაში სძინავთ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : მშვიდობით უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი
შემდეგი სტატიაცქიტიშვილი ზალკალიანი-ლავროვზე: გმირების საფლავთან სხვა თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ