ცქიტიშვილი ზალკალიანი-ლავროვზე: გმირების საფლავთან სხვა თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ

region
ავტ.: region სექტემბერი 27, 2019 14:15

ცქიტიშვილი ზალკალიანი-ლავროვზე: გმირების საფლავთან სხვა თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ

ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

ცქიტიშვილმა მთავარი არხის მიერ დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ მას “არ მიაჩნია სწორად” აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების საფლავთან “სხვა თემაზე” გააკეთოს კომენტარი.

“სხვა თემაზე გარდა ჩვენი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ამ მისამძიმრების და კიდევ ერთხელ გმირებისადმი ჩვენი პატივისცემის გამოხატვის გარდა, ამ ადგილას არ მიმაჩნია, რომ სხვა თემაზე კომენტარი უნდა გავაკეთო დღეს. სხვა დროს აუცილებლად გიპასუხებთ ამ თემასთან დაკავშირებით,” – თქვა ცქიტიშვილმა გმირთა მემორიალთან, სადაც მთავრობის წევრებმა აფხაზეთის ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს.

დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი არც თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, გააკეთა.

ნიუ-იორკში გაეროს სამიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს 26 სექტემბერს შეხვდა. ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც ეწერა, რომ შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია იყო. საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, ქართულმა მხარემ ლავროვთან შეხვედრამდე ევროპელ და სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციები გაიარა.

“გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანია ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგანაც პირველი შესაძლებლობა იქნებოდა, რომ ასეთ დონეზე რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი ანუ ის მდგომარეობა, სიმართლე, რაც არის დაკავშირებული იქ შექმნილ მძიმე მდგოამრეობასთან,”- ამბობს ზალკალიანი.

რუსული გაზეთი კომერსანტი კი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზალკალიანი და ლავროვი ერთმანეთს ქართული მხარის მოთხოვნით შეხვდნენ.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა 2008 წლის ომის შემდეგ არ მომხდარა

region
ავტ.: region სექტემბერი 27, 2019 14:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,721
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics