კახა კალაძე : მშვიდობით უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი

„მშვიდობით უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი!“ – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოხუმის დაცემის 26 წლისთავთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს.

კახა კალაძე აღნიშნავს, რომ მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენამ საქართველოს ბედი მთლიანად შეცვალა.

„26 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ამ ომმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 300 ათასამდე ადამიანი დევნილად აქცია.

მაგრამ, ერთია თუნდაც ყველაზე შემზარავი სტატისტიკა და მეორე – რეალობა: დაკარგული სოხუმი, გადამწვარი სახლ-კარი, გაუბედურებული ოჯახები, ბავშვობაწართმეული პატარები, ახალგაზრდა ქვრივები, უიმედობა და სასოწარკვეთილება… 26 წლის წინ მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენამ მთლიანად შეცვალა ჩვენი ქვეყნის ბედი და დაგვანახა, რომ განვითარება და წინსვლა არის იქ, სადაც მშვიდობაა, სადაც ადამიანები საკუთარ კერაზე ცხოვრობენ, სადაც თეთრი სანაპიროა და ზღვა – მშვიდი.

დიდება და პატივი ჩვენს გმირებს! მშვიდობით უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი!“ – წერს დედაქალაქის მერი საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიმსჯავრდებულები სალომე ზურაბიშვილს უჩივლებენ
შემდეგი სტატიაკილომეტრიანი რიგი ლარსზე – სატვირთო მანქანებისთვის რუსეთის მხრიდან საზღვარზე გადაადგილება პარალიზებულია