“კიევის აჩრდილს” ზელენსკიმ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა

ლეგენდარული უკრაინული მფრინავი, მეტსახელად “კიევის აჩრდილი”, ოკუპანტებთან ერთ-ერთი შეტაკებისას დაიღუპა. უკრაინელმა პილოტმა სიკვდილამდე 40-მდე რუსული თვითმფრინავი გაანადგურა აქედან ექვსი – ომის პირველ დღეს.

ცნობილია “კიევის აჩრდილის” ვინაობაც, ის 29 წლის მაიორი, სტეფან ტარაბალკა იყო. მისი თვითმფრინავი MiG-29ა ოკუპანტებმა 13 მარტს ჩამოაგდეს.

29 წლის უკრაინელი მფრინავის გარდაცვალებას ადასტურებს უკრაინის ავიაციაც და წერს, რომ დაღუპულს პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდადებისა და გმირობისთვის ოქროს ვარსკვლავის ორდენი მიანიჭა.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში – გარდაიცვალა 2 ადამიანი
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ასეთი ერთიანი, საამაყო, მამაცი ჯარის უმაღლესი მთავარსარდალი