კიდევ კარგი სხვა დროა თორემ ვნახავდით ქალბატონ ლომჯარიას, როგორ გამოაცხადებდა დასახვრეტი ხალხის სიას – ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნინო ლომჯარიას განცხადებას ეხმიანება, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებულიო პარტია „კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ეხება.

მისი თქმით, თუ კი რამე დანაშაულია ქვეყანაზე, ყველაფერი აქვს ჩადენილი „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ნინო ლომჯარია, მაინცდამაინც „კონსერვატიული მოძრაობის“ აკრძალვას ითხოვს.

„თუკი რამე დანაშაულია ქვეყანაზე, ყველაფერი აქვს ჩადენილი „ნაციონალურ მოძრაობას“ , მაგრამ ნინო ლომჯარია, მაინცდამაინც „კონსერვატიული მოძრაობის“ აკრძალვას ითხოვს. კიდევ კარგი სხვა დროა, თორემ ვნახავდით ქალბატონ ლომჯარიას ტყავის ჩექმებით, ტყავის ქურთუკითა და მაუზერით ხელში, როგორ გამოაცხადებდა დასახვრეტი ხალხის სიას! რამდენი იკითხავს, მარტო გამოაცხადებდა თუ კიდეც“, – წერს ნიკოლეიშვილი ფეისბუკზე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოა ის ერთადერთი შემთხვევა, სადაც NGO სექტორი რევოლუციას ქადაგებს, სახალხო დამცველი პროკურორის ფუნქციებს ითავსებს და ოპოზიცია საკუთარ უნიათობას ხალხს აბრალებს – ქადაგიძე
შემდეგი სტატია200 ლიკვიდირებული და 300 დაჭრილი რუსი – უკრაინამ ოკუპირებულ მელიტოპოლში, რუსების სამხედრო ბაზა გაანადგურა