200 ლიკვიდირებული და 300 დაჭრილი რუსი – უკრაინამ ოკუპირებულ მელიტოპოლში, რუსების სამხედრო ბაზა გაანადგურა

ოკუპირებულ მელიტოპოლში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ, მტრის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 200-ზე მეტი ოკუპანტი განადგურდა და 300-ზე მეტი დაშავდა – ამის შესახებ ქალაქის მერმა, ივან ფედოროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, განადგურებულია საწვავისა და საბრძოლო მასალის საწყობები, ასევე მიმდებარე შენობები.

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, მელიტოპოლში, რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზაზე იერიში 3 ივლისს მიიტანეს.

ფედოროვმა ამავე დღეს განაცხადა, რომ მელიტოპოლის აეროდრომი, როგორც ოკუპანტების სამხედრო ბაზა, აღარ არსებობდა.

banner
წინა სტატიაშიკიდევ კარგი სხვა დროა თორემ ვნახავდით ქალბატონ ლომჯარიას, როგორ გამოაცხადებდა დასახვრეტი ხალხის სიას – ნიკოლეიშვილი
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ ან მასთან ასოცირებული მოძრაობები რაიმეს თუ ჩააფლავებენ, მაშინვე იწყება ჩვენზე ყველაფრის გადმობრალება“ – ელისაშვილი