საქართველოა ის ერთადერთი შემთხვევა, სადაც NGO სექტორი რევოლუციას ქადაგებს, სახალხო დამცველი პროკურორის ფუნქციებს ითავსებს და ოპოზიცია საკუთარ უნიათობას ხალხს აბრალებს – ქადაგიძე

„ნაც-რეჟიმმა შეიწირა ასობით ახალგაზრდა, იყო ოფიციალური ტერორი და პროკურატურაზე გადაფორმებული სასამართლო, ბიზნესრეკეტს ბოლო არ უჩანდა და ვინც ამის შემოქმედი იყო, იმას „პოლიტ-პატიმარს“ ეძახის ეს უტიფარი… თან არცერთ ზემოჩამოთვლილ ფაქტზე სინდისს არასდროს შეუწუხებია“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას, რომლის თანახმად ლომჯარიამ „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმების შესახებ სარჩელი მოამზადა.

ითხოვს, ეს ხომ ერთი ტრაგედიაა და მეორეა ის უტიფრობა, რასაც ეს სუბიექტი არ იმჩნევს… „ნაცრეჟიმმა შეიწირა ასობით ახალგაზრდა, იყო ოფიციალური ტერორი და პროკურატურაზე გადაფორმებული სასამართლო, ბიზნესრეკეტს ბოლო არ უჩანდა და ვინც ამის შემოქმედი იყო, იმას „პოლიტ-პატიმარს“ ეძახის ეს უტიფარი… თან არცერთ ზემოჩამოთვლილ ფაქტზე სინდისს არასდროს შეუწუხებია… მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ტრენინგ-სემინარებზე ნასწავლი ადამიანის უფლებებითა და დემოკრატიით მოდიან თანამდებობებზე, პასუხისმგებლობა აქვთ ნული და კომპეტენციის შეგრძნება „პლინტუს“ დაბლა… საქართველოა ის ერთადერთი შემთხვევა, სადაც „NGO“ სექტორი რევოლუციას ქადაგებს, სახალხო დამცველი პროკურორის ფუნქციებს ითავსებს და ოპოზიცია საკუთარ უნიათობას, ხალხს აბრალებს“, – წერს ქადაგიძე ფეისბუკზე.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარიამ „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმებაზე საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა
შემდეგი სტატიაკიდევ კარგი სხვა დროა თორემ ვნახავდით ქალბატონ ლომჯარიას, როგორ გამოაცხადებდა დასახვრეტი ხალხის სიას – ნიკოლეიშვილი