“კიდევ ერთხელ გვინდა გავახსენოთ საზოგადოებას, რომ სულხან მოლაშვილი სააკაშვილის პირსისხლიან რეჟიმს შეეწირა”

სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები პირველ ოქტომბერს კინოთეატრ „ამირანში“ აქციას გამართავენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სულხან მოლაშვილის მეუღლემ თათია ბახტურიძემ განუცხადა.

„შეკრების მიზანია, რომ ხალხს კიდევ ერთხელ გავახსენოთ და ვუთხრათ, რომ სულხან მოლაშვილი შეიწირა სააკაშვილის პირსისხლიანმა რეჟიმმა. დავგეგმეთ, რომ 1 ოქტომბერს შევიკრიბოთ კინოთეატრ „ამირანში” და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმი რომელსაც შეიწირა სულხან მოლაშვილი. ეს პირველ ჯერზე იქნება ერთჯერადი აქცია“, – განაცხადა თათია ბახტურიძემ.

banner
წინა სტატიაშიმოწმის ჩვენებით, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთ ახალგაზრდას დათა ახალაიამ ესროლა
შემდეგი სტატია“სულხან მოლაშვილის წინააღმდეგ გამოყენებულ არაადამიანურ მეთოდებს პირველ ოქტომბერს კიდევ ერთხელ გავაპროტესტებთ”