ყვითელი მიკროავტობუსები ცენტრალურ ქუჩებზე აღარ იმოძრავებენ – მერის მოადგილე

ყვითელმა სამარშრუტო ტაქსებმა შესაძლოა, ცენტრალურ ქუჩებზე აღარ იარონ. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ყვითელი მიკროავტობუსები სავარაუდოდ, შიდასაუბნო ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ. ხმალაძის თქმით, პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

“აუცილებლად გადაიხედება შესაბამისი კონტრაქტი, რადგან ვსაუბრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლებაზე და ეს არის გარდაუვალი პროცესი. ეს პროცესი საკმაოდ მნიშვნელოვან ფაზაშია. უახლოეს პერიოდში მოწოდებული იქნება საბოლოო ანგარიში მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებულ ქსელთან დაკავშირებით და ეს რა თქმა უნდა, შეეხება ყვითელ მიკროავტობუსებსაც. ყვითელი მიკროავტობუსების ქსელის მოწესრიგება მოხდება ანუ ის გახდება ძირითად სატრანსპორტო საშუალებებთან დამაკავშირებელი და ცენტრალური ქუჩებიდან სავარაუდოდ, გადავა შიდა საუბნო არეალებში,” – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

banner
წინა სტატიაშიფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ოთხი პირი 5 000-ლარიანი გირაოთი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
შემდეგი სტატია„ივანიშვილს აუწყეს, რომ მმართველ გუნდს მეზარბაზნეები არ ჰყავს“