ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსი დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსი, მოქალაქეს გამოსახლების პროცესის აღსრულების ექვსი თვის ვადით შეჩერების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3500 აშშ დოლარი.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

banner
წინა სტატიაშიწეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრს ამერიკული ფონდის წარმომადგენელი ესტუმრა
შემდეგი სტატიახვიჩია – სააკაშვილმა უნდა ისწავლოს მეგობრობა სხვა პარტიებთან, სულ თვითონ არ იყოს პრინცის როლში