ხვიჩია ფრაქციის შექმნაზე – ჩვენ განსხვავებული სამი კაცი ვართ, ვერავის ვერგებით

ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩია ვერ აკონკრეტებს, „გირჩი“ შეძლებს თუ არა საპარლამენტო ფრაქციის შექმნას.

როგორც ჟურნალისტებს ხვიჩიამ განუცხადა, „გირჩის“ განსხვავებულობას ყველა დაინახავს.

„ჩვენ განსხვავებული სამი კაცი ვართ, ვერავის ვერგებით ასე, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში ფრაქციას არაფერი სჯობს. განსხვავებულობაში რას ვგულისხმობთ, ამას ცოტა ხანში შეატყობთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანში ნაღმზე ორი ჟურნალისტი და ჩინოვნიკი აფეთქდნენ
შემდეგი სტატიაშარლ მიშელის შეთანხმების განხორციელების მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა