აზერბაიჯანში ნაღმზე ორი ჟურნალისტი და ჩინოვნიკი აფეთქდნენ

კელბაჯარის რაიონში, რომელზე კონტროლიც აზერბაიჯანმა ყარაბახში მიმდინარე უკანასკნელი ომისას დაიბრუნა, პარასკევს ნაღმზე აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის სახელმწიფო მედიის ორი თანამშრომელი და ჩინოვნიკი გარდაიცვალნენ – “ბიბისი” წერს.

როგორც აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ავრცელებს, ნაღმზე აფეთქდა სატვირთო, რომელშიც ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. აფეთქების შედეგად Az TV-ის ოპერატორი სირაჟ აბიშოვი, სააგენტო “აზერტაჯის” თანამშრომელი მაგერამ იბრაგიმოვი და ადგილობრივი ჩინოვნიკი არივ ალიევი დაიღუპნენ. კიდევ ოთხი ადამიანი მძიმედ დაიჭრა. აზერბაიჯანის პროკურატურამ, აღნიშნულ საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყო.

მთიანი ყარაბაღის ის ტერიტორიები, რომელიც 44 დღიანი ომის შემდეგ აზერბაიჯანელებმა მიიერთეს, სომხებმა დანაღმული დატოვეს. აზერბაიჯანის მთავრობამ სომხეთი დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი დანაღმვის რუკას არ აძლევენ. ომის დამთავრების შემდეგ ამ ტერიტორიებზე უკვე რამდენიმე ადამიანი აფეთქდა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე ნინოწმინდის პანსიონზე – ლიცენზიის შემოწმება არის დაცინვა
შემდეგი სტატიახვიჩია ფრაქციის შექმნაზე – ჩვენ განსხვავებული სამი კაცი ვართ, ვერავის ვერგებით