ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში

ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში

GIRGVLIANIსანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე — ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. 2006 წლის 28 იანვარს მომხდარმა მკვლელობამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა საქართველოს მიმდინარე მთავრობის, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა მინისტრის, პოლიტიკის მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ამ მოვლენებმა ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ზოგადად მთავრობის მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების სიმტკიცე.

“გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს თბილისის გარეთ მკვდარი იპოვეს მრავალჯერადი დაზიანებებით, რომლებიც სავარაუდოდ ფიზიკური ძალადობის შედეგი უნდა ყოფილიყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა „გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს მოკლეს. სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ განჩინება 2011 წლის 26 აპრილს გამოიტანა. სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა.

banner
წინა სტატიაშიბათუმი დღეს! (FOTO)
შემდეგი სტატიაგამგებლის რიგგარეშე არჩევნები – გარდაბანში საარჩევნო უბნები გაიხსნა