გამგებლის რიგგარეშე არჩევნები – გარდაბანში საარჩევნო უბნები გაიხსნა

გარდაბანში დღეს გამგებლის რიგგარეშე არჩევნებია. საარჩევნო უბნები რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა. დღევანდელი არჩევნებისთვის სპეცუბანი დაემატა, შესაბამისად, 64 საარჩევნო უაბანია გარდაბანში გახსნილი. არჩევნებში 72 ათასმა ამომრჩეველმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.

ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა. გია ბარამიძე გარკვეულ ზეწოლაზე საუბრობს.

„ღამით დავაფიქსირეთ, რომ სუსის წარმომადგენლები ჩვენი მომხრეების დაშინებას ცდილობდნენ. საარჩევნო უბნებთან სუსის მანქანები არიან მობილიზებულნი,“- განაცხადა გია ბარამიძემ.

საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული – ქართული ოცნებიდან გოჩა ჯამარაული და ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ კახაბრიშვილი.

banner
წინა სტატიაშიყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში
შემდეგი სტატია„სუს-ის წარმომადგენლები ჩვენი მომხრეების დაშინებას ცდილობდნენ”- გია ბარამიძე