ყველაფრის კვირიკაშვილისთვის დაბრალება არასწორია და ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა – აბესაძე ივანიშვილზე

“ევროპული საქართველოს” წევრი, ირაკლი აბესაძე ყოფილი პრემიერის ბძინა ივანიშვისლ ინტერვიუს ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველაფრის გიორგი კვირიკაშვილისთვის დაბრალება არასწორია და ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა.
“საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა ამ ყველაფრის გიორგი კვირიკაშვილისთვის დაბრალება და საკუთარის ვერდანახვა იმ ფონზე, როდესაც ამავე ინტერვიუდან გავიგეთ, რომ თავად არის მმართველი. ეს იყო პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა საზოგადოების თვალში, ეს იყო მცდელობა ამ ძალიან მძიმე პრობლემის, სიღარიბის გადაბრალების ორ ადამიანზე – კვირიკაშვილსა და ქუმსიშვილზე, რაც ივანიშვილს არ გამოუვა. ეს არის მორიგი ნათელი მაგალითი, რომ ამ ქვეყანაში ებრძვიან არა კორუფციას, არამედ ადამიანებს, რომლებიც ივანიშვილს უპირისპირდებიან. დარწმუნებული ვართ, რომ კვირიკაშვილის მთავრობაში კორუფციის სერიოზული პრობლემა იყო, თუმცა ამ ყველაფრის გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ივანიშვილმა „განტევების ვაცი“ იპოვა კვირიკაშვილის და ქუმსიშვილის სახით. გამოძიება დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ და იმ პირების მიმართ, ვინც ბიძინა ივანიშვილმა მოიძულა”, – აღნიშნა ირაკლი აბესაძემ

banner
წინა სტატიაშიივანიშვილმაც ხელი ბანკებისკენ გაიშვირა და ეს ყველაზე მომგებიანი თემაა პოლიტიკურად – ზურაბ ჯაფარიძე
შემდეგი სტატიამთელი ქვეყანა უნდა დავსხდეთ და ვიმარჩიელოთ, რა იგულისხმა ბატონმა ბიძინამ – ელენე ხოშტარია