მთელი ქვეყანა უნდა დავსხდეთ და ვიმარჩიელოთ, რა იგულისხმა ბატონმა ბიძინამ – ელენე ხოშტარია

“პრობლემა იმაშია, რომ ახლა მთელი ქვეყანა უნდა დავსხდეთ და ვიმარჩიელოთ, რა იგულისხმა ბატონმა ბიძინამ,“- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით.

ელენე ხოშტარიას შეფასებით, ნებისმიერი კანდიდატი, რომელსაც მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს, მათი “მორიგი ფასადი” იქნება.

„უნდა ვიმარჩიელოთ, რა ახალი კონსტრუქცია მოიგონა, ვინ იქნება ან ვინ არ იქნება. ეს იქნება ფორმალურად „ქართული ოცნების“ თუ ფორმალურად არა ქართული ოცნების, უპარტიოს თუ რას მოიგონებს. არსებითად ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც მათ აწყობთ, იქნება მათი კანდიდატი, რა ნომერიც არ უნდა ჰქონდეს და რა სახელიც არ უნდა ერქვას, იქნება მათი მორიგი ფასადი. ამიტომ აქ ყველაზე მთავარია ეს დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, რაც პირდაპირ გამოამჟღავნა გუშინ ბატონმა ბიძინამ, ეს არის ის, რომ დიახ, ის აკონტროლებდა ქვეყნის მართვას, ეს პირდაპირ და ღიად თქვა. ის იხსნის პასუხისმგებლობას იმ ადამიანების ჩავარდნებზე, რაც მათი დანიშნული ხალხი იყო. ჩვენი ამოცანაა, რომ ვკონცენტრირდეთ, რომ ამ არჩევნებზე ოპოზიციამ იყო ძლიერი ამ არჩევნებზე, ოპოზიციური კანდიდატები იყვნენ ძლიერები და ამ საპროტესტო ამომრჩევლის მობილიზება მოვახდინოთ,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიყველაფრის კვირიკაშვილისთვის დაბრალება არასწორია და ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა – აბესაძე ივანიშვილზე
შემდეგი სტატიაჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს – კობა გვენეტაძის განცხადებით, ჭარბვალიანობის პრობლემაზე ეროვნულ ბანკს არაერთხელ უსაუბრია