“ყველაფერი რაც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა აგებულია ტყუილზე”

“ყველაფერი რაც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა აგებულია ტყუილზე” – ამ განცხადებას ექსპერტები, ვალების განულების სამთავრობო პროგრამაზე საუბრისას აკეთებენ. ისინი მოვალეთა რიცხვის ხელოვნურად გაზრდაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ გაბერილია ასევე ის თანხა, რომელიც დასახელდა და რომელიც არსებული ინფორმაციით, “ქართუ ბანკმა” უნდა დაფაროს.

„ყველაფერი რაც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა დაპირების სახით აგებული იყო ტყუილზე. ამაშია პრობლემა. ან პირველი ის რომ 600 ათას ადამიანს არ ეხება და ასიათასობით ნაკლებ ადამიანს ეხება. და მეორე, არანაირი მაკროეკონომიკური ეფექტი ამას არ აქვს. ფიზიკურად ვერ მოიცავს ესეთი რაღაც 600 ათას ადამიანს,“-განაცხადა ეკონომისტმა ზვიად ხორგუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“საიამ” ზურაბ ჯაფარიძის სახელით ევროსასამართლოს მიმართა
შემდეგი სტატია„ნუ შეჰყავს მთავრობას და „ქართუს“ ხალხი შეცდომაში“ – რომან გოცირიძე ე.წ. „ვალების განულებაზე“