„ნუ შეჰყავს მთავრობას და „ქართუს“ ხალხი შეცდომაში“ – რომან გოცირიძე ე.წ. „ვალების განულებაზე“

ფრაქცია „ნაციონაულური მოძრაობის“ თვმჯდომარე, დეპუტატი რომან გოცირიძე ე.წ. ვალების განულების პროგრამას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
„ამომრჩეველთა მოსყიდვის მასობრივი აქცია, რომელსაც წვრილი სესხების „განულებას“ ეძახიან, ძირითადად შეეხო უკვე ჩამოწერილ უიმედო სესხებს. ბანკების მიერ „ქართუსათვის“ გადაცემულ ბაზაში მოხვდა ყველა ის სესხი, რომელიც ოდესმე ვინმეს აუღია, არ დაუბრუნებია, არც დააბრუნებს და ვერც დააბრუნებინებენ.ეს სიის გასაბერად და აქციის მასშტაბურობის საჩვენებლად ხდება. როგორც ვამბობდით, „ქართუ“ ამაში გადაიხდის კაპიკებს.რაც შეეხება მთავარ დაპირებას, რომ ისინი წლის ბოლოდან უკვე არ გამოჩნდებიან ე. წ. „შავ სიაში“, არის ტყუილი. გამოჩნდებიან მანამ, სანამ ხანდაზმულობის ვადა არ გაივლის. გამოჩნდება, რომ ამჟამად ვალი არა აქვთ, მაგრამ მანამდე ჰქონდათ. ისტორია არ ქრება და ნუ შეჰყავს მთავრობას და „ქართუს“ ხალხი შეცდომაში.

banner
წინა სტატიაში“ყველაფერი რაც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა აგებულია ტყუილზე”
შემდეგი სტატია91 მომხრე – 9 წინააღმდეგი – 2019 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია