ყვარელში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

სოფელ კუჭატან მოტოციკლი სატვირთო მანქანას შეეჯახა. ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და კრიმინალისტური სამსახური.

banner
წინა სტატიაში“ხმა მიეცით ნატო ჩხეიძეს, თუ გინდათ ადეკვატური საავადმყოფოები და სკოლები, კორუფციისგან გათავისუფლებული საქართველო”
შემდეგი სტატიასპეციალური პენიტენციური სამსახური: ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის დედას არა სამსახურიდან წასვლა, არამედ მისი მოვალეობის შესრულება შეეთავაზა